თიბისი დაზღვევა Tbilisi Open Air-ის პარტნიორია. შედეგად, წელს ფესტივალის დღეებში მისი ყველა მსმენელი დაზღვეული იქნება, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თიბისი ბანკი ავრცელებს.
კერძოდ, თიბისი დაზღვევა სამი დღის განმავლობაში ყველა იმ ადამიანს დააზღვევს, რომელიც ფესტივალს დაესწრება.
დაზღვევა ვრცელდება ისეთ შემთხვევებზე, როგორებიცაა: ხანძარი, აფეთქება (მათ შორის ბოლით ან/და ორთქლით მიყენებული ზიანი), სტიქიური მოვლენები, საგნების დაცემა, სატრანსპორტო საშუალებებისშეჯახება, ძარცვა, ყაჩაღობა, ვანდალიზმი… ყველა შემთხვევისას „ოუფენ ეარი“ პასუხისმგებლობას თვითონ იღებს. მის პასუხისმგებლობას კი თიბისი დაზღვევა აზღვევს.
"Tbilisi Open Air" წელს მე-9 სეზონს ატარებს. 16-დან 18 ივნისის ჩათვლით "ლისი ვანდერლენდის" ღია სივრცეებს ერთგულ მსმენელთან და გართობის მოყვარულებთან ერთად, ისეთი ჯგუფები და შემსრულებლები შეავსებენ, როგორებიც არიან "ანათემა", "ლენინგრადი", "არქაივი", სევდალიზა და სხვები.