თიბისი Art-გენი 2022-ის მხარდამჭერია

15

თიბისი Art-გენი 2022-ის მხარდამჭერია. ყოველწლიური ფესტივალი თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმის ძველ სცენაზე, ამფითეატრში,  15, 16, 17, და 22, 23, 24 ივლისს, პარასკევი, შაბათი-კვირის დღეებში გაიმართება.  

ფესტივალი Art-გენი 2022-ის თბილისის ტური, 15 ივლისს „სუხიშვილების“ კონცერტით გაიხსნება.  16 ივლისს, დასკვნით კონცერტს GAGA FRANI გამართავს, 17 ივლისს კი – ჯგუფი REGGAEON. 22 ივლისს, ფესტივალის მაყურებლის წინაშე ნინო ქათამაძე & INSIGHT წარსდგება. 23 ივლისს, წელს, პირველად Art-გენი  სანდრო ნიკოლაძის საავტორო მუსიკის კონცერტს უმასპინძლებს. 24 ივლისს, ფესტივალის თბილისის ტურს,  „33ა“-ს დასკვნითი კონცერტი დახურავს.

ფესტივალზე, დასკვნით კონცერტებამდე დღის განმავლობაში მოეწყობა, ქართული რეწვის გამოფენები, სხვადასხვა რეგიონის ფოლკლორული კონცერტები, ქართული სამზარეულოს კუთხეები.

არტ-გენი 2022-ის რეგიონული ტურნე,  9 ივლისს რუსთავში გაიხსნება და 30 ივლისს, დმანისში, პანტიანის ტბაზე დაიხურება. 

თიბისი მხარს უჭერს კულტურისა და ხელოვნების განვითარებას და ყოველთვის დგას ისეთი პროექტების, ფესტივალების გვერდით, რომლებიც ამ მიზანს ემსახურებიან. Art-გენი კარგი შესაძლებლობაა ხელოვანებისთვის საკუთარი თავის გამოსახატად, მაყურებლისთვის კი-კულტურის გასაცნობად. 

Comments
Loading...