თურნავა: ჩვენი მთავარი ამოცანაა, აბასთუმანის ობსერვატორიაში გავაძლიეროთ სამეცნიერო კერა

48

ასე აფასებს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აბასთუმნის ობსერვატორიის სიპად გარდაქმნას.

“მცირე მთავრობის კონცეფცია არის მთავარი პრიორიტეტი, მაგრამ აქაც არსებობს გამონაკლისები. ჩვენი აბასთუმნის ობსერვატორია არის უნიკალური ობიექტი და უნიკალური სამეცნიერო ცენტრი, უნიკალური არამარტო საქართველოსთვის და სამხრეთ კავკასიისთვის არამედ ზოგადად მსოფლიოში სულ რამდენიმე არის ესეთი უნიკალური, ესეთი დიდი ისტორიისა და ტრადიციების მქონე სამეცნიერო და საგანმანათლებლო ცენტრი, მას სჭირდება განსაკუთრებული ყურადღება.

ჩვენი მომავალი წლის ბიუჯეტის ზრუნვის საგანი არის განათლება და მეცნიერება მათ შორის, აქედან გამომდინარე ეს ის შემთხვევა, როდესაც კიდევ უფრო მეტად აქცენტირებულად შევძლებთ გავაძლიეროთ ეს სამეცნიერო კერა – ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

Comments
Loading...