თურქეთის მოქალაქეები დოლარით ცხვირს იხოცავენ (ვიდეო)

88

"მან, ვინც თურქეთის წინააღმდეგ ეკონომიკური ომი დაიწყო, ამისთვის პასუხი უნდა აგოს."- განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა.

მისივე თქმით, ეკონომიკურ სფეროში აშშ-ის აგრესიული ქმედებები მოქმედებს არა მარტო თურქეთზე, არამედ სხვა ქვეყნებზეც: რუსეთი, ჩინეთი და კანადა.

პრეზიდენტმა ასევე გააკეთა განცხადებები საერთაშორისო ვაჭრობაზე – "თურქეთი არ მიიღებს მსოფლიო წესრიგს, რომელშიც ეკონომიკური ომი მიმდინარეობს, ხოლო ქვეყნებს სანქციების შემოღებით ემუქრებიან ".

ამას გარდა, თურქეთის პრეზიდენტი ორმხრივი ვაჭრობისას, დოლარის მაგივრად, ნაციონალური ვალუტის გამოყენებას აპირებს.

ქვეყანაში "თურქულმა ავიახაზებმა" ამერიკული პროდუქციისა და მომსახურების რეკლამაზე უარი განაცხადეს. სოციალურ ქსელში კი გავრცელდა ვიდეო, სადაც ასახულია, თუ როგორ იხოცავენ დოლარით ცხვირს თურქეთის მოქალაქეები.

Comments
Loading...