იანვარში შემოსული ფულადი გზავნილები, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 26,1%-ით გაიზარდა

462

2017 წლის იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილები, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 26,1%-ით გაიზარდა. შესაბამისს სტატისტიკას საქსტატი აქვეყნებს.

წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2017 წლის იანვარში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 5,2 პროცენტი შეადგინა.

გავრცელებული სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში, 2017 წლის იანვრის მონაცემებით, სამომხმარებლო ფასების ინდექსი წინა წლის შესაბამისს თვესთან შედარებით 3,9%-ით გაიზარდა, ხოლო სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი – 9,8%-ით.

ამავე საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, საქონლის ექსპორტმა 176,8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო საქონლის იმპორტის მაჩვენებელმა – 473,9 მილიონი აშშ დოლარი. რაც შეეხება საგარეო სავაჭრო ბრუნვას – 650,6 მილიონი აშშ დოლარი.

Comments
Loading...