იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 13%-ით გაიზარდა

359

საქსტატის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2017 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 5674.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 13.0 პროცენტით მეტია.

აქედან, ექსპორტი 1446.2 მლნ. აშშ დოლარი იყო (28.9 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 4228.6 მლნ. აშშ დოლარი (8.5 პროცენტით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2017 წლის იანვარ-ივლისში 2782.4 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 49.0 პროცენტი შეადგინა.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 21 აგვისტოს.

Comments
Loading...