2017 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 4829.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 13.8%-ით მეტია. შესაბამისს მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს.
აქედან, ექსპორტი 1249.5 მილიონი აშშ დოლარი იყო (31.8%-ით მეტი), ხოლო იმპორტი 3580.3 მილიონი აშშ დოლარი (8.6%-ით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2017 წლის იანვარ-ივნისში 2330.8 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 48.3% შეადგინა.