2017 წლის იანვარ-ივნისის თვეებში საქართველოში გათხევადებული აირების პროპან-ბუტანის ნაერთის (LPG) იმპორტმა შეადგინა 7.0 ათასი ტონა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ნავთობიმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.
2016 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით LPG-ის იმპორტი გაიზარდა 1.7 ათასი ტონით-ით ანუ 31,8%-ით. რაც განპირობებული იყო ზამთრის პერიოდში კლიმატური პირობების გამო რუსეთიდან და ტექნიკური პირობების გამო აზერბაიჯანიდან იმპორტის შეფერხებით. შესადარებლად შეგვიძლია ვნახოთ, რომ 2015 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით მიმდინარე წელს LPG-ის იმპორტი 0,2 ათასი ტონით ანუ 3%-ით გაიზარდა.
LPG ძირითადად მოიხმარება საყოფაცხოვრებო და სამრეწველო დანიშნულებით. მისი უმნიშვნელო მოხმარება ფიქსირდება საავტომობილო საწვავის სახით. დღევანდელი მონაცემებით საქართველოში მაქსიმუმ 800-1000 ავტომობილი მოიხმარს LPG-ის საწვავად.