იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 18%-ით გაიზარდა

430

2017 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2285 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 18 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 577 მლნ. აშშ დოლარი იყო (30 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 1708 მლნ. აშშ დოლარი (15 პროცენტით მეტი). შესაბამისს მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს.

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2017 წლის იანვარ-მარტში 1132 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 50 პროცენტი შეადგინა.

Comments
Loading...