იანვარ-ნოემბერში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა წინა წლის მაჩვენებელზე 22%-ით მეტია

480

საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2016 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10830 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 22 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 1920 მლნ. აშშ დოლარი იყო (5 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 8911 მლნ. აშშ დოლარი (29 პროცენტით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2016 წლის იანვარ-ნოემბერში 6991 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 65 პროცენტი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ განსახილველ პერიოდში განხორციელდა C ჰეპატიტის მედიკამენტების იმპორტი, რომლის გარეშეც იმპორტი შეადგენს 6513 მლნ. აშშ დოლარს და გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1 პროცენტით ნაკლებია.

Comments
Loading...