იაპონურმა ავტომობილების მწარმოებელმა კომპანიამ Subaru-მ, 100 ათასი მანქანის უკან გახმობის შესახებ განაცხადა. ავტომობილების შორისაა Impreza-ს მარკის მანქანებიც.
კომპანიამ აღნიშნული გადაწყვეტილება, ავტომობილებში მთელი რიგი გაუმართაობის აღმოჩენის შემდეგ მიიღო.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გახმობა არ ეხება უცხოეთში გაყიდულ ავტომობილებს. როგორც კომპანია აცხადებს, გაუმართაობა ავტომობილების მუხრუჭის ფუნქციონირებაში ხარვეზებს გულისხმობს.
ავტომობილების გახმობა იაპონიის კანონმდებლობის შესაბამისად განხორციელდება, რაც კომპანიას 57,4 მილიონი აშშ დოლარი დაუჯდება.