ივლისში კომერციული ბანკების საერთო მოგებამ 54 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით, 6 მილიონი ლარით მეტია, ხოლო 2017 წლის ანალოგიური მაჩვენებელთან შედარებით მოგება თითქმის 24%-ით არის შემცირებული.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, სულ გასულ თვეში, საბანკო ბაზარზე მოქმედმა 16-მა ბანკმა 339 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამ თანხის 72%-ს გაცემული სესხებიდან მიღებული საპროცენტო შემოსავალი შეადგენს.
8 მილიონ ლარამდე შემოსავალი ბანკებმა მომხმარებლებისთვის დარიცხული ჯარიმებისა და საურავების სახით მიიღეს, კომერციულ ბანკებში გასულ თვეში 272 მილიონი ლარის ხარჯი ჰქონდათ, რაც წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით, 36 მილიონი ლარით მეტია.