ივლისში, კომერციული ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტება 664.2 მლნ ლარით გაიზარდა

67

2019 წლის ივლისში, წინა თვესთან შედარებით, კომერციული ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტება 664.2 მლნ ლარით გაიზარდა და 28.87 მლრდ ლარს გაუტოლდა.

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების პორტფელის წლიურმა ზრდის ტემპმა კი 26.0 პროცენტი შეადგინა. გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, სესხების წლიური ზრდა 13.6 პროცენტი იყო.

საკრედიტო პორტფელის ზრდაზე გავლენა მოახდინა როგორც ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების ზრდამ, ასევე ლარის კურსის გაუფასურების შედეგად უცხოური ვალუტის ლარით გამოსახული სესხების ზრდამ.

ეროვნული ვალუტით გაცემული სესხები ზრდაზე გავლენა მოახდინა გრძელვადიანი სესხების მატებამ. საკრედიტო პორტფელის 87.6 პროცენტი გრძელვადიან სესხებზე მოდიოდა, რომლის 58.6 პროცენტი უცხოური ვალუტით იყო გაცემული.

მოკლევადიან სესხებში კი უცხოური ვალუტით სესხების წილი 42.5 პროცენტს შეადგენდა.

Comments
Loading...