ივლისში, საქართველოში გადმორიცხული თანხების მოცულობა 19.3%-ით გაიზარდა

52

2018 წლის ივლისში, საქართველოში გადმორიცხული თანხების მოცულობა წინა წელთან შედარებით 19.3 პროცენტით გაიზარდა და 144.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ხოლო საქართველოდან გადარიცხული თანხების მოცულობა 19.5 პროცენტით გაიზარდა და 18.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. საანგარიშო თვეში მაღალი ტემპით გაიზარდა ისრაელიდან გადმორიცხული ფულადი სახსრები (28 პროცენტით), რომლის წვლილმა მთლიანი გზავნილების ზრდაში 2.4 პროცენტული პუნქტი შეადგინა. საანგარიშო თვეში მნიშვნელოვნად მოიმატა ევროკავშირის ქვეყნებიდან გადმორიცხულმა ფულადმა სახსრებმა (39.9 პროცენტით), რაც ძირითადად იტალიიდან (35.4 პროცენტით), საბერძნეთიდან (40.5 პროცენტით) და საფრანგეთიდან (72.2 პროცენტით) გაზრდილმა გზავნილებმა განაპირობა.

ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია ასევე ესპანეთიდან და გერმანიიდან გზავნილების მატება. რეგიონის ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების ზრდაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა თურქეთიდან (9.1 პროცენტით) და აზერბაიჯანიდან (52.4 პროცენტით) გზავნილების მატებამ. უარყოფითი წვლილი ზრდაში, 0.1 პროცენტული პუნქტი, ჰქონდა რუსეთიდან ფულადი გზავნილების კლებას.

ზომიერად გაიზარდა აშშ-დან გადმორიცხული  ფულადი სახსრების მოცულობა. რაც შეეხება ქვეყნების მიხედვით განაწილებას, ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები (33.5 პროცენტი) და რუსეთი (29.8 პროცენტი) წარმოადგენს. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია საბერძნეთისა და იტალიის წილი მთლიან ფულად გზავნილებში.

Comments
Loading...