2018 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით, საბანკო სისტემის სადეპოზიტო ვალდებულებები 231.5 მლნ ლარით (1.1 პროცენტით) გაიზარდა და 20.5 მლრდ ლარს გაუტოლდა.
2017 წლის შესაბამის პერიოდთან მიმართებაში, მთლიანი დეპოზიტების მოცულობა 20.9 პროცენტით არის გაზრდილი.
სადეპოზიტო ვალდებულებების ზრდაზე გავლენა მოახდინა როგორც ეროვნული ვალუტის დეპოზიტების ზრდამ, ასევე უცხოური ვალუტის დეპოზიტების ზრდამ.