ივლისში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების აქტივები 0.8%-ით გაიზარდა

353

2017 წლის პირველი აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 16 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი, მათ შორის 15 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.

ივლისში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 0.3 მილიარდი ლარით, ანუ 0.8 პროცენტით გაიზარდა და 30.5 მილიარდი ლარი შეადგინა.

საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 4.1 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 13.4 პროცენტია.

Comments
Loading...