ივნისში, ელექტროენერგიის ადგილობრივი მოხმარება წლიურად 12.6%-ით გაიზარდა

60

ივნისში, ელექტროენერგიის ადგილობრივი მოხმარება წლიურად 12.6%-ით გაიზარდა, ხოლო 2018 წლის პირველ ნახევარში-8.4%-ით. მოხმარების ზრდა ძირითადად პირდაპირი მომხმარებლების და სადისტრიბუციო კომპანიების გაზრდილმა მოხმარებამ განაპირობა.

პირდაპირი მომხმარებლების მიერ გამოყენებული ელექტროენერგიის რაოდენობა წლიურად 34.7%-ით გაიზარდა და ქვეყნის შიდა მოხმარების 18.0% შეადგინა. ზრდა ძირითადად პირდაპირი მომხმარებლების ჯგუფში ორი ახალი კომპანიის დამატებამ გამოიწვია;

მაისში ამოქმედებული საკანონმდებლო ცვლილებებიდან გამომდინარე, "ჯი ეფ დი სი ჯორჯია" და "ჯეო სერვერსი" ავტომატურად დარეგისტრირდნენ პირდაპირ მომხმარებლებად, რადგან მათი საშუალო თვიური მოხმარება აღემატებოდა 15 მილიონ კვტ.სთ-ს. დისტრიბუციის ლიცენზიანტების მოხმარება წლიურად 10.2% გაიზარდა, მიუხედავად იმისა, რომ მათი აბონენტების რიცხვს ორი მსხვილი კომპანია დააკლდა. ეს ზრდა ძირითადად ახალი კომერციული აბონენტების დამატებით იხსნება.

Comments
Loading...