ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოში გაცემული საგადახდო ბარათებით უცხოეთის ტერიტორიაზე ივნისში 112 მილიონი ლარის ოპერაციები შესრულდა. ეს მაჩვენებელი რეკორდულად მაღალია და ის 2016 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 30%-ით აღემატება.
რაც შეეხება საქართველოს ტერიტორიაზე უცხოელი ვიზიტორების მიერ საბანკო ბარათებით დახარჯულ თანხას, მან ივნისში 165 მილიონი ლარი შეადგინა.