ივნისში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 17.4 მილიონი დოლარით გაიზარდა

90

2018 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 135.1 მილიონი აშშ დოლარი, ანუ 332.1 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 14.8 პროცენტით (17.4 მილიონი აშშ დოლარით) მეტია 2017 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 93.6 პროცენტი იმ 17 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ივნისში 1 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 17 ქვეყანაზე გასული წლის ივნისში მთელი ფულადი გზავნილების  94.2 პროცენტი მოდიოდა.

2018 წლის ივნისში საქართველოდან საზღვარგარეთ 17.9 მილიონი აშშ დოლარი (43.9 მილიონი ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 17.8 მილიონი აშშ დოლარისა (42.8 მილიონი ლარისა) გასული წლის ივნისში.

Comments
Loading...