ინდოეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების მიზნით ეკონომიკური კვლევა დაიწყება
ინდოეთის ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოსა და ინდოეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების მიზნით ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა დაიწყება.
ამ შემთხვევისათვის ორივე მინისტრმა სამომავლო ერთობლივი მოქმედების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა, რომელიც ეხება ეკონომიკურ, სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობას ორ მხარეს შორის. მრავალმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნის მიზნით დღეს საქართველოსა და ინდოეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის დაწყების შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა. შესაბამისს დოკუმენტს ხელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ და ინდოეთის ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრმა ნირმალა სითჰარამანმა მოაწერეს.
ერთობლივი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევების დასრულების, შიდა პროცედურებისა და მოლაპარაკებებზე მანდატის თანხმობის შემდეგ ინდოეთის რესპუბლიკა და საქართველო შეძლებს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე გადასვლას. აღნიშნულთან დაკავშირებით, ტექნიკურ-ეკონომიკურ სამუშაოებისთვის შეიქმნა გაერთიანებული ჯგუფი, რომელშიც ორივე მხარის წარმომადგენლები არიან ჩართულნი. ინდოეთისა და საქართველოს ერთობლივ ძალისხმევას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ინდოეთის ხელისუფლება და ვაჭრობის სამინისტრო უხელმძღვანელებს.