გიორგი ვაშაძემ, მორიგი შეხვედრა მაიკროსოფტის ჩიკაგოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დირექტორთან ადამ ჰეკმანთან გამართა. განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები ჩიკაგოსა და ილინოისის შტატში და განიხილეს ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობების გზები. აუცდიენცია გაიმართა ასევე როტერის გენერალური მდივანთან ჯონ ჰეუკოსთან. განიხილეს “ინოვაციებისა და განვითარების ფონდის” სტრატეგიული პარტნიორობის შესაძლებლობა. აღნიშნულის შესახებ შესაბამისს ინფორმაციას “ინოვაციებისა და განვითარების ფონდი ავრცელებს”.
“ძალიან საინტერესო შეხვედრები გავმართეთ. დავსახეთ სამომავლო თანამშრომლობის გზები მაიკროსოფტთან და როტერთან. როტერი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი თანამშრომლობითი ქსელი და აქვთ 35 ათასზე მეტი ოფისი მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ვისაუბრეთ რეფორმებზე, რომლის განხორციელებასაც ვგეგმავთ. ამერიკელმა პარტნიორებმა გაგვიზიარეს გამოცდილება და მივიღეთ მხარდაჭერა სამომავლო თანამშრომლობის საკითხებში”, – განაცხადა ვაშაძემ.
“ინოვაციებისა და განვითარების ფონდის“ დამფუძნებელი შტატებში ვიზიტის ფარგლებში ასევე დაესწრო, ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას გამოსამშვიდობებელი სიტყვით გამოსვლას ჩიკაგოში.
გაიმართა რამდენიმე ლექცია კელოგის მენეჯმენტის სკოლაში თემაზე – “ახალი თაობის რეფორმები და განვითარების ახალი შესაძლებლობა”.
გიორგი ვაშაძის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებსი 4 იანვარს და იწყო და 15 იანვარს დასრულდება. დაგეგმილია 35-მდე ოფიციალური შეხვედრის გამართვა.