საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოპარკში USAID-ის ორგანიზებით საქმიანი ვიზიტით დელეგაცია მოლდოვიდან ესტუმრა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.
შეხვედრის მთავარი მიზანი საქართველოს გამოცდილების გაზიარებაა ინოვაციური ეკოსისტემის ფორმირების კუთხით. დელეგაციის წევრებს საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ ქართულ სტარტაპებსა და იმ მექანიზმებს, რომლითაც სახელმწიფო ინოვაციების, ტექნოლოგიების და დამწყები ბიზნესების სფეროში მოღვაწე პირებს უწყობს ხელს.
მოლდოვის მხარის ვიზიტის მთავარი მიზანი ინოვაციური ინფრასტრუქურის შესწავლა და კერძო, საჯარო და აკადემიური სექტორების თანამშრომლობის გამოცდილების გაზიარებაა საქართველოს მაგალითზე.