საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენლობა ოფიციალური ვიზიტით ირანში, ქ. იაზდში იმყოფებოდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.
აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში სააგენტოსა და ქ. იაზდის ტექნოლოგიურ პარკს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მთავარ საგანს წარმოადგენს ქართველი სტარტაპებისთვის ქ. იაზდის ტექნოლოგიურ პარკში სივრცის გამოყოფა და მათთვის ადგილობრივი მხარდაჭერის აღმოჩენა.
ვიზიტის მიზანია ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარებასა და სტარტაპების ხელშეწყობას.
აღნიშნული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ქართველ სტარტაპებს ირანის 80 მილიონიან ბაზარზე შესვლასა და საკუთარი ბიზნესის განვითარებაში.