ინოვაციების სააგენტოს ხელმძღვანელი MIT-ში ჩარიცხულ ქართველ სტუდენტს შეხვდა

604

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელი ავთანდილ კასრაძე ტექნოპარკში ელენე მაჩაიძეს შეხვდა, რომელიც პირველი ქართველი გოგონაა, ვინც აშშ-ს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სრული გრანტი მოიპოვა. ავთანდილ კასრაძემ აღნიშნული წარმატება მიულოცა და რჩევები ინოვაციების სფეროში თანამედროვე ტენდენციების განხრით მისცა.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო მუდმივ კოორდინაციაშია მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან (MIT). სააგენტო მჭიდროდ თანამშრომლობს მათთან და იზიარებს უნივერსიტეტის უდიდეს გამოცდილებას ტექნოლოგიების მიმართულებით. ტექნოპარკს არაერთხელ ესტუმრნენ სხვადასხვა მიმართულების პროფესორები და სპეციალისტები . აღნიშნული კავშირები საშუალებას იძლევა MIT-ის ქართველ სტუდენტებს დახმარება გაუწიოს. სააგენტო სხვადასხვა ინსტრუმენტებით ხელს შეუწყობს ნებისმიერ წარმატებულ ახალგაზრდას, რომელიც მასაჩუსეტსის სტუდენტთა სიებში ჩაირიცხება.

ელენე მაჩაიძემ კომაროვის სკოლა 2 წლის წინ დაამთავრა, რის შემდეგაც მთელი დრო გამოცდებისათვის მომზადებას დაუთმო. ელენეს განათლება 60 000 დოლარამდე ჯდება და მთლიან ხარჯს ამერიკული უნივერსიტეტი ფარავს.  ეს მესამე შემთხვევაა, როდესაც ქართველი მოსწავლე მსოფლიოს ერთ-ერთ პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებელში ირიცხება. ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო კი მაქსიმალურად შეუწყობს მათ ხელს თავიანთი მიზნების მიღწევასა და MIT-ში წარმატებულ მოღვაწეობაში მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი მსოფლიოს  წამყვანი კვლევითი ინსტიტუტია მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში. ინსტიტუტი ცნობილია სხვა სფეროებითაც, მათ შორის, მენეჯმენტის, ეკონომიკის, ლინგვისტიკის, ფილოსოფიის მიმართულებით.

Comments
Loading...