ირაკლი ლექვინაძე ბიზნეს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საუბრობს

225

ირაკლი ლექვინაძის თქმით, ბიზნეს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განხილული იყო საკმაოდ მრავალმხრივი საკითხები, რადგან ძალიან ბევრი სექტორის წარმომადგენელი ესწრებოდა ამ შეხვედრას.

"ზოგადი თემატური საკითხებიდან ვისაუბრეთ იმ პრობლემატიკაზე, რომელიც შეეხება გამოწვევებს სასამართლო სისტემაში, გამოწვევებს, რომლებიც შეეხება ზოგადად რიგ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც სჭირდება უფრო სწრაფი რეაგირება ამ კუთხით, საკითხები, რომლებიც შეეხებოდა კონკრეტულ ინდუსტრიაში იგივე, ესტონური მოდელის გავრცელების საკითხს. ასევე, საკითხები, რომლებიც გულისხმობდა ყველაზე აქტუალურ საკითხებს, რომელიც გულისხმობს მიწის რეფორმას, შრომის უსაფრთხოების შესახებ მიღებულ კანონს, საპენსიო რეფორმას, საპოლიციო გამოსახლების შესახებ საკითხს და ბუნებრივია ჩვენ, ამ კუთხით გავცვალეთ პოზიციები და გარკვეული ინიციატივებიც მივიღეთ.

ასევე, კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია აქტიური თანამშრომლობა და გაძლიერება თანამშრომლობის ფორმატის პარლამენტთან სხვადასხვა შესაბამის უწყებებთან, რადგან ეს ინფორმაციის გაცვლის ეფექტიანობა და ჩართულობა იყოს უფრო მეტი", – აცხადებს ლექვინაძე.

Comments
Loading...