იტალიის პრემიერმინისტრმა, ჯუზეპე კონტემ, სოციალურ ქსელში, Facebook-ზე, განაცხადა, რომ რომმა, შესაძლოა, უახლოეს წლებში არ დაუჭიროს მხარი ევროკავშირის ბიუჯეტს.
"იტალია არ თვლის შესაძლებლად გაიზიაროს ევროკავშირის ბიუჯეტი, რომელიც სოციალური კუთხით ასეთ არამიზანშეწონილ პოლიტიკას ითვალისწინებს"-წერს კონტე.
მისივე თქმით, იტალია მზადაა ეს ნაბიჯი გადადგას მიგრანტებთან დაკავშირებული საკითხის გამო.
მან ასევე დაამატა, რომ ბრიუსელში ჩატარებული შეხვედრა, რომელიც მიგრაციის პრობლემებს შეეხებოდა, ევროკავშირის " მარცხი" გახდა.
ცოტა ხნით ადრე, კი იტალიის პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა მიგრაციის პოლიტიკასთან დაკავშირებით ახალი ზომები ვერ მიიღო.