კალაძე: ჯანდაცვის და სოციალური პროექტების მიმართულებით, 2019 წელს ხარჯები 27 მლნ-ით გავზარდეთ

31

ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს. მისი თქმით, აღნიშნული მიმართულებისთვის, მომავალ წელს უფრო მეტი თანხა დაიხარჯება.

“2018 წელს, ჯანდაცვის და სოციალური პროექტების მიმართულებით გაწეული ხარჯები არის 306 მილიონი ლარი, ჯამში დაახლოებით 170 ათასმა ადამიანმა ისარგებლა ამ პროგრამებით. რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რომ ჯერ კიდევ რჩება ბევრი ადამიანი ქალაქში, ვისაც სჭირდება ჩვენი მხარდაჭერა და ჩვენი თანადგომა, მხედველობაში მაქვს სოციალურად მძიმე პირობებში მცხოვრები ადამიანები.

ამ მიმართულებით, მომავალი წლის ბიუჯეტში ხარჯები 27 მილიონით გავზარდეთ და უფრო მეტი შესაძლებლობა გვექნება დავეხმაროთ ამ კატეგორიის ადამიანებს და ხელი შევუწყოთ, რომ ხვალინდელი დღე მათთვის იყოს უკეთესი.

გარდა ამისა, ჩვენ ვზრდით ხარჯებს ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის, ბიუჯეტში ეს თანხმები გაზრდილი იქნება და მოგვცემს შესაძლებლობას, რომ უფრო მეტ ქუჩას გავუკეთოთ რეაბილიტაცია, უფრო მეტი ქუჩა მოვაწყოთ და მოვაწესრიგოთ, რადგან სამწუხაროდ ბევრი არის ასეთი ადგილი, სადაც გვაქვს ეს პრობლემები”, – აცხადებს კალაძე.

Comments
Loading...