კახა კალაძე: ჩვენ შევძლებთ ქალაქის საცობებისგან მაქსიმალურად განტვირთვას

115

"ჩვენი პრიორიტეტია საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, მისი მოხმარების ზრდა და პარალელურად კერძო სატრანსპორტო საშუალებების შმეცირებაა", – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი შეფასებით, თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკა მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელზეც ძალიან დიდი ხანია მუშაობაა დაწყებული.

"სატრანსპორტო პოლიტიკა და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევების დაძლევა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა ჩვენი ქალაქისთვის.

ტრანსპორტი არსებობს იმისთვის, რომ მოგვემსახუროს ადამიანებს, ჩვენი ქალაქის მოსახლეობას და არა იმისთვის, რომ გადაადგილებისა და ჯანმრთელობის პრობლემები შეგვიქმნას", – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, ყველამ კარგად იცის დედაქალაქში ჰაერის დაბინძურების თვალსაზირისთ რა მდგომარეობაა, ტრანსპორტს კი ამ მიმართულებით განსაკუთრებული როლი აქვს.

"ჩვენ ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების დონეზე დაგეგმილი გვაქვს კომპლექსური და სისტემური ნაბიჯები, რომლის შედეგადაც შევძლებთ ქალაქის საცობებისგან მაქსიმალურად განტვირთვას და ჰაერის დაბინძურების ხარისხსის მნიშვნელოვნად შემცირებას. ჩვენი პრიორიტეტი საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაა, მისი მოხმარების ზრდა და პარლალელურად კერძო სატრანსპორტო საშუალებების შემცირება.

რა თქმა უნდა ეს მიმართულება, თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკა არის ერთი პატარა ნაწილი, თუმცა მნიშვნელოვანი იმ დიდი მწვანე ეკონომიკური პოლიტიკის, რასაც პრემიერმინისტრი ახალ მთავრობასთან ერთად აკეთებს და მუშაობს, რომლის პრეზენტაცია უახლოეს მომავალში გაიმართება", – განაცხადა კალა კალაძემ და აქვე აღნიშნა, რომ სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდება.

Comments
Loading...