კახა კალაძე: 15 სექტემბრიდან მეტროში მოცდის პერიოდი შემცირდება

56

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით,15 სექტემბრიდან მეტროში მოცდის პერიოდი შემცირდება.

მისი თქმით, გახორციელდა სარკინიგზო ხაზების იმ ცალკეული მონაკვეთების რეაბილიტაცია, რომელიც მეტროში სიჩქარის შეზღუდვას განაპირობებდა. ამასთან მომზადდა მემანქანეების ახალი ნაკადი, რომლებიც თბილისის მეტროს დაემატებიან.

"საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. ჩვენ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით უკვე. 15 სექტემბრიდან მგზავრთა ნაკადები კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან ხალხი შვებულებიდან ბრუნდება დედაქალაქში. ჩვენ მათ უნდა დავხვდეთ მომზადებულები. 15 სექტემბრიდან მეტრო შეძლებს უფრო მეტი მგზავრის გადაყვანას და მოცდის პერიოდი შემცირდება საშუალოდ 5-4-დან 3 წუთამდე.

ჩვენ, რასაკვირველია, ვაგრძელებთ მუშაობას, რომ დავამატოთ მეტოს ვაგონები, რადგან მოცდის დრო 2 წუთამდე შევამციროთ", – აღნიშნა კახა კალაძემ. 

Comments
Loading...