კახეთის მთავარი მოვლენა გურჯაანის ღვინის ფესტივალი 22 ოქტომბერს გაიმართება

22

„გურჯაანის ღვინის ფესტივალი“ 22 ოქტომბერს გაიმართება.  ფესტივალის სრული პროგრამა უცვლელია, ასევე უცვლელია ჩატარების ადგილი   ისევ მეღვინეობის ქალაქი გურჯაანი, ისევ ახტალის პარკი.

ფესტივალის მიზანია ღვინის ტურიზმის  განვითარების ხელშეწყობა, ღვინის კულტურისა და ქართული ტრადიციების გაცნობა, როგორც უცხოელი, ისე ქართული საზოგადოებისთვის. წელსგურჯაანის ღვინის ფესტივალი, 30 000-ზე მეტ სტუმარს, მათ შორის,  საერთაშორისო ტურისტს უმასპინძლებს. წელს, გურჯაანის ღვინის ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფმა  მიიღო გადაწყვეტილება, მეღვინეობის ქალაქში გამართული გურჯაანის ღვინის მე-4  ფესტივალი ფიროსმანს და ღვინით შთაგონებულ ყველა ადამიანს მიეძღვნას.

წელს, ფესტივალი 300-ზე მეტი მეღვინის სხვადასხვა ტიპის, ფერისა და ასაკის ღვინოს, ჭაჭასა და სხვა სასმელებს გააერთიანებს, რომელსაც სპეციალურად ღვინის ფესტივალისთვის შექმნილი კულინარიული სივრცე, მოწვეული შეფები და ადგილზე შექმნილი ავთენტური კერძები დაამშვენებს. ფესტივალი იქნება თავშესაქცევი, მათრობელა და სასიამოვნო მუსიკით შთაგონებული, შემოდგომის ფერებით აჭრელებულ ულამაზეს რეკრეაციულ ზონაში, სადაც ნებისმიერი ასაკის ადამიანი შეძლებს საინტერესოდ გაატაროს დრო მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად.

ფესტივალზე, სტუმრებს საშუალება ექნებათ, ქართული მრავალხმიანი სიმღერის ფონზე, მონაწილეობა მიიღონ ღვინისა და ჭაჭის დეგუსტაციაში, ჩურჩხელის ამოვლებასა და ყურძნის დაწურვაში, სპორტულ შეჯიბრებებსა და სხვა გასართობ აქტივობებში. გურჯაანის ახტალის პარკში განლაგებული 10-ზე მეტი სივრცე სტუმრების სურვილებზე იქნება მორგებული. წარმოდგენილი იქნება სპეციალურად შექმნილი საშემოდგომო, ისტორიული და კულინარიული პავილიონები, ღვინის ბარი. ასევე, მოეწყობა ხილისა და ბოსტნეულის, კახური ტკბილეულისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. ფესტივალის პატარა სტუმრების განწყობაზე ანიმატორები იზრუნებენ, მათთვის ასევე წარმოდგენილი იქნება სპეციალური გასართობი პროგრამები, ილუზიონისტების და ანიმატორების შოუ, თოჯინების თეატრი, ბუშტების შოუ, თიხის საჩვენებელი ძერწვა, კარიკატურების შექმნა, ხელნაკეთი ნივთების მასტერკლასი, სახეზე ხატვა და სხვადასხვა საბავშვო თამაში. ფესტივალზე თქვენს განწყობაზე  დიდებული ღვინოებისა და გემოების გარდა, ასევე დიდებული მუსიკოსები იზრუნებენ. გიორგი ცაგარელი ორკესტრთან ერთად და მეგობრები (სალიო, სვანსიხი, ერეკლე დეისაძე), თამადა, ნოდარიკო ხუციშვილი და ბენდი, ქართული ხმები და ბენდი (პრემიერა), Groove Possession, გიგი ვანდერი, ნათია ქოროღლიშვილი, ტატო გოდერძიშვილი, ლევან ყანდიაშვილი, ანსამბლი „ხარება“, ანსამბლი „მრავალჟამიერი“ და სხვა.

 „გურჯაანის ღვინის ფესტივალი ერთერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც მეღვინეობის მიმართულებით რეგიონებში იმართება.გურჯაანის ღვინის ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფი ფაქტიურად უკვე რამდენიმე თვეა, რაც მუშაობს იმისთვის, რომ სტუმრებისთვის ეს დღე განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი გავხადოთ. წლევანდელ ღვინის ფესტივალზე, რომელიც კიდევ უფრო მასშტაბური, განსხვავებული და სიახლეებით სავსე იქნება, ველოდებით სტუმრებს მთელი საქართველოდან.  დაინტერესება მონაწილეთა მხრდანაც დიდია და წელს ყველაზე მეტი მეღვინეა დარეგისტრირებული, რომელსაც შესაძლებლობა აქვს მონაწილეობა მიიღოს და საკუთარი ნაწარმი წარმოადგინოს და გააცნოს ფართო საზოგადოებას. წელს, ფესტივალში 300-ზე მეტი მცირე მეწარმე, ღვინის ქარხანა და მარანი იქნება წარმოდგენილი. ფესტივალი ეს არის ერთერთი საინტერესო პლატფორმა, სადაც მოსულ სტუმარს შეუძლია გაეცნოს როგორც ცნობილ ღვინოებს, ასევე დააგემოვნოს დამწყები მეღვინეების პროდუქცია. ღვინის წარმოების ყველას თავისი ტრადიცია აქვს. მოსული სტუმარი დააგემოვნებს არამხოლოდ კახურ ღვინოს, არამედ აქ იქნება წარმოდგენილი ღვინო ცაგერიდან, რაჭიდან, ბაღდათიდან, შიდა ქართლიდან და .. წელს, გურჯაანის ღვინის ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფმა  მიიღო გადაწყვეტილება, მეღვინეობის ქალაქში გამართული გურჯაანის ღვინის მე-4  ფესტივალი ფიროსმანს და ღვინით შთაგონებულ ყველა ადამიანს მიეძღვნას. მაქსიმალურად ვცდილობთ, ყველა ასაკის ადამიანისთვის შევქმნათ შესაბამისი საინტერესო, გასართობი და მუსიკალური გარემო, 

ამიტომ ვფიქრობთ, ღვინობისთვის მთავარი ღონისძიება, გასულ წლებთან შედარებით,

სტუმრიანობის კუთხითაც ხალხმრავალი იქნებაასე რომ, მოინიშნეთ 22 ოქტომბერი და ესტუმრეთ მეღვინეობის ქალაქს“ –  ფესტივალის მნიშვნელობაზე საუბრობენ ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფის წევრები.

გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2022, ქართული ღვინის დღეების ფარგლებში იმართება.

ფესტივალის გენერალური სპონსორია m². ღონისძიების პარტნიორები არიან საქართველოს ბანკი, თელიანი ველი, საქპატენტი, გურჯაანის ნაყინი, ჟურნალი „ღვინის სამშობლო“, ჯეპრა, რადიო „კომერსანტი“.

მნიშვნელოვანია, რომ „გურჯაანის ღვინის ფესტივალი“ საქართველოში ღვინის საერთაშორისო კონკურსის International Wine & Spirit Competition (IWSC) ოფიციალური პარტნიორია, ღონისძიების მხარდამჭერები კი არიან: საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო, USAID, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსაქართველოს მთავრობასაქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია  და გურჯანიის მუნიციალიტეტის მერია.

Comments
Loading...