საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიცატივით, არასეზონურ პერიოდში რეგიონის პოპულარიზაციისა და შიდა ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, პირველად საქართველოში, 13-დან 27 თებერვლამდე ფასდაკლებების კვირეული – Discount Week-ის გაიმართება, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ადმინისტრაცია ავრცელებს.
Discount Week წარმოადგენს მრავალეტაპიან პროექტს, რომელიც მოიცავს საქართველოს სხვადასხვა ტურისტულ რეგიონში სასტუმროს სერვისით ფასდაკლებით სარგებლობას.
პირველი ეტაპი კახეთის რეგიონში ჩატარდება და ფასდაკლებები 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
პროექტში ჩართლია 11 სასტუმრო, მათ შორისაა შატო მერე, როიალ ბატონი, ამბასადორი, ლოპოტა, ყვარლის ტბა, ძველი თელავი, ყვარლის ედემი, შალოშვილების მარანი, კაბადონი, ალაზნის ველი, რჩეული მარანი.
აღნიშნული სასტუმროები, ვიზიტორს სეზონზე გამოცხადებული ფასიდან სპეციალურ 25%-იან ფასდაკლებას სთავაზობენ.
ფასდაკლების მისაღებად მომხმარებელმა სასტუმროს დაჯავშნისას უნდა წარმოადგინოს სპეციალური პრომო კოდი.
Discount Week წლის განმავლობაში საქართველოს ყველა ტურისტულ რეგიონს მოიცავს.