კობახიძე: ლართან დაკავშირებით მუდმივი კონსულტაციები გვაქვს მთავრობასთან

94

ეროვნული ვალუტის გაუფასურებას გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. მან ამის შესახებ ორბელიანის მოედანზე სამშენებლო სამუშაოების დათვალიერების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

"ლართან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს მუდმივი კონსულტანციები მთავრობასთან, აღმასრულებელ ხელისუფლებასთან. მათ აქვთ სათანადო გეგმა იმისათვის, რომ უზრუნველყონ სტაბილურობა. დარწმუნებული ვარ ეს მიზანი იქნება მიღწეული.

არის არაერთი გარემოება საერთაშორისო დონეზე, რომელიც ქმნის გარკვეულ ტენდენციებს,თუმცა დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი სწორი პოლიტიკის შედეგად სტაბილურობა იქნება უზრუნველყოფილი.

იმედი გვაქვს, რომ საერთაშორისო ტენდენციები იქნება ჩვენთვის სახარბიელო",-განაცხადა კობახიძემ

Comments
Loading...