კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა დეკემბერში 480.3 მლნ ლარით გაიზარდა

38

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა, 2018 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით 480.3 მლნ ლარით გაიზარდა და მიმდინარე წლის პირველი იანვრისათვის 26.6 მლრდ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 159.3 მლნ ლარით, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 321.0 მლნ ლარით გაიზარდა.

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2018 წლის დეკემბრის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 3.4 მლრდ ლარის, ხოლო უცხოური ვალუტით 8.1 მლრდ ლარის მოცულობის სესხი.

2018 წლის დეკემბრის განმავლობაში 1.6 პროცენტით ანუ 223.5 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი იანვრისთვის 14.2 მლრდ ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის პირველი იანვრისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 42.96 პროცენტი შეადგინა. 2018 წლის პირველი დეკემბრის მდგომარეობასთან შედარებით მთლიანი სესხების ლარიზაცია შემცირდა 0.18 პროცენტული პუნქტით.

Comments
Loading...