კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

393

ნაძალადევის რაიონში,  ჟღენტის  ქუჩა N64-თან, კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" წყალსადენის ქსელი დაზიანდა, – აღნიშნულის შესახებ განცხადებას "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ავრცელებს.

"ადგილზე მობილიზებულია სამუშაო ჯგუფები და  ქსელის აღსადგენად მოსამზადებელი  სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც 29 მარტის  21:00 საათამდე  წყალმომარაგება შეზღუდული აქვს:

ნაძალადევის რაიონში – თოდრიას,  მაჩხაანის,  ჟღენტის,  ინტერნატის და მიმდებარე ქუჩებს; ხეხილ-სანერგე მეურნეობის და ივერთუბნის დასახლებას;

წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – http://www.gwp.ge

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს", – აღნიშნულია განცხადებაში.

Comments
Loading...