კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

430

კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ჩუღურეთის რაიონში, მნათობის ქუჩა N 20-თან,  კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" წყალსადენის 150 მმ-იანი თუჯის  ქსელი დაზიანდა.

"ადგილზე მობილიზებულია, სამუშაო ჯგუფი და დაზიანების აღმოსაფხვრელად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

ტექნიკურ-აღდგენითი  სამუშაოების წარმოება მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლას მოითხოვს, რის გამოც დღეს, 3 თებერვალს, საღამოს 18:15 საათიდან, ხვალ, 4 თებერვლის დილის 06:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება: 

ჩუღურეთის რაიონში:

მნათობის, სააკაძის, დავითაშვილის, ბაგრატიონის, ბოდავის, ახალი არსენალის, გუმათის, ჩეჩელაშვილის, დიღომბარის, ლამის, სიღნაღის, არაგვისპირელის, ჯაბაურის და ასპინძის ქუჩებს.

წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი", აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწვდის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – http://www.gwp.ge

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს", – აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

Comments
Loading...