კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

411

ტემპერატურის მკვეთრი ვარდნის გამო, ნაძალადევის რაიონში, ურდიას ქუჩაზე N183-თან, კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" 1200 მმ-იანი გვირაბული წყალსადენი ავარიულად დაზიანდა, – აღნიშნულის შესახებ შესაბამისს განცხადებას "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ავრცელებს.

"ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია ტექნიკური ჯგუფები და დაზიანების აღდგენის მოსამზადებელი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოები საპატრულო პოლიციასთან შეთანხმებით მიმდინარეობს, რადგან დაზიანება სამანქანო გზაზეა და ავტოსატრანსპორტო მოძრაობის ორმხრივ შეფერხებას იწვევს.

ტექნიკური სამუშაოები მაგისტრალური ქსელის წყლისაგან დაცლას მოითხოვს, რის გამოც დღეს, 6 თებერვალს, დილის 10:00 საათიდან  ხვალ, 7 თებერვლის, დილის, 10:00 საათამდე  წყალმომარაგება შეეზღუდება:

ნაძალადევის რაიონში:

მუხრანის და ჟორდანიას ქუჩებს და შესახვევებს; თიანეთის, გლინკას, შენგელაიას, ბოგვის, ლიახვის, ურდიას და მიმდებარე ქუჩებს;

ჩუღურეთის რაიონში:

ხუდადოვის N137-ის სამხედრო კორპუსებს; რეხის ქუჩებს; ჩეჩელაშვილის, ლარეხის, მნათობის, დავითაშვილის, ბაგრატიონის და მიმდებარე ქუჩებს;

ისნის რაიონში:

თელავის ქუჩის ნაწილს; წინანდლის ქუჩას და შესახვევებს; სამრეკლოს, მესხიშვილის  და მიმდებარე ქუჩებს; ნავთლუღის I დასახლების ქუჩებს. ვაზისუბნის დასახლებას მთლიანად; მეტრომშენის დასახლებას და მოსკოვის გამზირს;

წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია აღნიშნულ ქუჩებს და დასახლებებს წყალს ცისტერნით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას,  „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“     აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისფუქისა და ვებგვერდის მეშვეობით –  – http://www.gwp.ge", – აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

Comments
Loading...