კომპანია Airbus, მსოფლიოში უდიდესი სამგზავრო თვითმფრინავების – Airbus A380 წარმოებას წყვეტს

74

ფრანგული Airbus, A380 სერიის თვითმფრინავების წარმოებას შეწყვეტს. ბოლო სერიის გამოშვება 2021 წლისთვის არის ჩანიშნული. ამის შესახებ შესაბამისს განცხადებას თავად კომპანია ავრცელებს.

Emirates-მა ამ ლაინერების შეკვეთების შემცირების შესახებ განაცხადა, სხვა კომპანიები კი მათ შესყიდვას არ აპირებენ, წერს Airbus.

“ამ გადაწყვეტილების შედეგად კი, რეალურად ჩვენ არ გვაქვს A380 წარმოებაზე შეკვეთები, არ არსებობს საფუძველი, გავაგრძელოთ ამ სერიის წარმოება მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ამაში მთელი ძალისხმევა ჩავდეთ”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

კომპანიის გენერალური დირექტორის რომ ენდერსის განცხადებით, ეს თვითმფრინავი გამორჩეული ინჟინრული და სამრეწველო მიღწევაა. ამავდროულად, მან განაცხადა, რომ Airbus გააგრძელებს ამ სერიის თვითმფრინავების წარმოებას, მისი თქმით, თვითმფრინავები A380 კიდევ ბევრი წლის განმავლობაში იფრენს ცაში.

ორსართულიანი Airbus А380 მსოფლიოში ყველაზე ტევადი სამგზავრო ავიალაინერია. თვითმფრინავს შეჩერების გარეშე 15 000 კილომეტრის დაფარვა შეუძლია. მისი ექსპლუატაცია 2007 წელს დაიწყო.

წარმოებამ პიკს კი 2014 წელს მიაღწია, როდესაც გამოშვებული ავიალაინერის რაოდენობამ 30-ს მიაღწია. A380 ავიაკომპანია Emirates-ის ფლაგმანია. ამ თვითმფრინავით კიდევ სარგებლობს Air France – KLM, Lufthansa და Singapore Airlines. ავიაკომპანიები უარს აცხადებენ დიდ სამგზავრო თვითმფრინავებზე, რადგან შიშობენ, რომ მათ შევსებას ვერ შეძლებენ.

Comments
Loading...