კომპანია SpaceX-ი, ახალ კოსმოსურ ხომალდს ორბიტაზე უახლოესი 6 თვის განმავლობაში გაგზავნის

60

კომპანიამ SpaceX, თავისი კოსმოსური ხომალდი Starship, ორბიტაზე შესაძლოა უახლოესი ნახევარი წლის განმავლობაში გაიყვანოს. ამის შესახებ კომპანიის დამაარსებელმა და გენერალურმა დირექტორმა ილონ მასკმა განაცხადა.

„ეს შეიძლება სრულიად არანორმალურად ჟღერდეს, მაგრამ ვფიქრობ, რომ შევეცდებით, ორბიტაზე6 თვეზე ნაკლებ დროში გავიდეთ“, – განაცხადა მასკმა.

მისი თქმით, ზუსტი თარიღი დამოკიდებული იქნება რაკეტამზიდის წარმოებასა და მოდერნიზაციაზე.

მასკს არ დაუკონკრეტებია, თუ რა სიმაღლეზე აპირებენ Starship-ის გაშვებას. შედარებისთვის, საერთაშორისო კოსმოსური სადგური, დედამიწის ზედაპირიდან 412-437 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს.

Starship – ეს ბოლო დასახელებაა პროექტისა, რომელსაც მაკსი B.F.R.-ს უწოდებს. ამ ეტაპზე კომპანია SpaceX-ი ორ რაკეტას იყენებს: Falcon 9 და Falcon Heavy.

ახალი პროექტი ორ ეტაპად განხორციელდება – პირველი დამაჩქარებლის სახით – Super Heavy და მეორე, რომელიც ერთდროულად ხომალდი Starship-იც იქნება. როგორც გამოცემა აღნიშნავს, Starship-ი, Super Heavy-სთან ერთად არ ჩამორჩება იმ რაკეტას, რომელმაც ადამიანი მთვარეზე გაგზავნა, უბრალოდ ამ შემთხვევაში რაკეტის გამოყენება ბევრჯერ იქნება შესაძლებელი.

Comments
Loading...