კონკურსზე IWSC Wine Judging in Georgia უპრეცენდენტოდ მაღალი რაოდენობის ღვინო დარეგისტრირდა!

15

კონკურსზე IWSC Wine Judging in Georgia რეგისტრაცია დასრულებულია! კონკურსის ორგანიზატორების თქმით, 7 ოქტომბრის ჩათვლით, დარეგისტრირების მსურველთა ნაკადი არ წყდებოდა, შესაბამისად, კონკურსზე უპრეცენდენტოდ მაღალი რაოდენობის  ადგილობრივი ღვინო დარეგისტრირდა. პირველად ისტორიაში, ქართველ მწარმოებლებს – შესაძლებლობა აქვს  საერთაშორისოდ აღიარებული ჯილდო საკუთარ ქვეყანაში მოიპოვონ.

საქართველო  ღვინის საერთაშორისო კონკურსს International Wine & Spirit Competition (IWSC) 13 ოქტომბერს უმასპინძლებს. IWSC-ის ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს  ჯილდოს მოსაპოვებლად   ადგილობირივი და ქართველი მეღვინეები იბრძოლებენ,  რაც მათთვის უპრეცენდენტო შანსია. მედალოსანი ღვინოები კონკურსის დღეს 13 ოქტომბერს გამოვლინდება, ხოლო კონკურსის გამარჯვებულების ფართო საზოგადოებისთვის წარდგენა  პარტნიორ ღონისძიებაზე, „გურჯაანის ღვინის ფესტივალიზე“ 15 ოქტომბერს მოხდება.

საოცარი მოვლენა გველოდება  13 ოქტომბერს ღვინის სფეროში. 07 ოქტომბერს დასრულდა IWSC Wine Judging in Georgia- კონკურსზე რეგისტრაცია და ნამდვილად,  წარმუდგენელი შედეგი გვაქვს, უპრეცენდენტოდ მაღალი რაოდენობის ღვინო დარეგისტრირდა, რაც ფაქტობრივად, ორჯერ აღემატება კონკურსის ორგანიზატორების მოლოდინებს. უზომოდ მიხარია, რომ საქართველოს ყველა რეგიონში მივაწვდინეთ ჩვენს მეღვინეებს ხმა და გავაგებინეთ, რომ მსოფლიოში ღვინის და ალკოჰოლური სასმელების ერთერთი ყველაზე პრესტიჟული და ავტორიტეტული კონკურსი ჩამოდის მხოლოდ ქართველი მეღვინეებისთვის. ორმაგად მახარებს ის ამბავი, რომ დარეგისტრირებულ მეღვინეთა შორის მრავლადაა მცირე და საშუალო მეღვინეობები და რომ მათ მიეცათ შესაძლებლობა საერთაშორისოდ აღიარებული ჯილდო ქვეყნიდან გაუსვლელად მოიპოვონ. მსურს ყველა დარეგისტრირებულ მეღვინეს ვუსურვო დიდი წარმატება, ხოლო ჩვენს ბრიტანელ ჟიურის წევრებს ქართული ღვინოთი აღფრთოვანება,“ – აღნიშნავს  IWSC Wine Judging in Georgia-ს ბრენდ ამბასადორი მარიამ გუჯაბიძე.

კონკურსის ფარგლებში მათ ცნობილი და გამორჩეული ბრიტანელი ექსპერტები საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. ჟიურის წევრებს ბრიტანელი ღვინის მაგისტრი სარა ებოტი უხელმძღვანელებს, რომელთა შემადგენლობაში არიან,  ღვინის ექსპერტები მეგან კლარკი და მეგი მაკპერსონი, უფროსი სომელიეები სალვატორე კასტანო და სედარ ბალკაია.  ასევე ცნობილია IWSC -ის ჟიურის ადგილობრივი მსაჯების ვინაობაც, რომლებიც  წარმოდგენილ ღვინის ნიმუშებს შეაფასებენ. ესენი არიან ექსპერტები და ღვინის სფეროში მოღვაწე ადამიანები: ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარე ანა გოდაბრელიძე, ღვინის ექსპერტი გიორგი დაქიშვილი, ენოლოგი და ღვინის ექსპერტი ლადო უზუნაშვილი, ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიის წევრი დავით ჩიჩუა, სომელიე ჯაბა ძიმისტარიშვილი, ღვინის ექსპერტი მაგდა სურგულაძე, ენოლოგი პატრიკ ჰონეფი და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა.

საქართველოში ღვინის საერთაშორისო კონკურსის International Wine & Spirit Competition (IWSC) ოფიციალური პარტნიორია გურჯაანის ღვინის ფესტივალი, ღონისძიების მხარდამჭერები არიან: ღვინის ეროვნული სააგენტო და ღვინის დღეები საქართველოში.

ცნობისთვის, კონკურსი 1969 წელს დაარსდა, ავსტრიელი ღვინის ქიმიკოსის, ანტონ მასელის მიერ. ჩვენ ვამაყობთ, რომ გვაქვს 50 წელზე მეტი გამოცდილება საუკეთესო ღვინოებისა და ალკოჰოლური სასმელების შეფასებასა და აღიარებაში. მედალოსანი ღვინოები 13 ოქტომბერს გამოვლინდება.

Comments
Loading...