კონფერენცია “ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში და სტრატეგიული მიზნები” გაიმართა

186

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით სტუდენტური კონფერენცია "ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში და სტრატეგიული მიზნები" გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

კონკურსში სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის ასზე მეტი სტუდენტი მონაწილეობდა. ფინალურ ეტაპზე 20 მონაწილე გავიდა. მათგან საუკეთესო სამეული შეირჩა. პირველი ადგილი რევაზ წიკლაურმა დაიკავა, მეორე ადგილი ქეთევან ჯალაღონიამ, ხოლო მესამე ადგილზე თამარ გაბისონია გავიდა. გამარჯვებულებს სხვადასხვა სახის ფასიანი პრიზები გადაეცათ. ფინალურ ეტაპზე გასულ მონაწილეებს სპეციალური სიგელები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ გადასცა.

Comments
Loading...