ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით კვლავ გაუფასურდა

12

1 მარტის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 1.90 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2244 ლარს შეადგენს.

სებ-ის ინფორმაციითვე, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.80 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.6039 ლარი გახდა.

2.77-თეთრიანი გაუფასურებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან, რომლის ღირებულებაც 4.3188 ლარი გახდა.

ლირასთან მიმართებით კურსი 0.02 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ლირის ღირებულება 23.14 თეთრი გახდა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 2 მარტიდან შევა ძალაში.

Comments
Loading...