ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

15

4 მარტის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 3.25 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2744 ლარს შეადგენს.

სებ-ის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებითაც გაუფასურდა 0.6 თეთრით, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.6035 ლარი გახდა.

4.23-თეთრიანი გაუფასურებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთანაც, რომლის ღირებულებაც 4.3605 ლარი გახდა.

ლირასთან მიმართებით კურსი 0.04 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ლირის ღირებულება 23.01 თეთრი გახდა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალიდან შევა.

Comments
Loading...