ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

15

21 მარტის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 1.23 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2219 ლარს შეადგენს.

სებ-ის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით გაუფასურდა 1.68 თეთრით, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.5599 ლარი გახდა.

1.81-თეთრიანი გაუფასურებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთანაც, რომლის ღირებულებაც 4.2326 ლარი გახდა.

ლირასთან მიმართებით კურსი 0.04 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ლირის ღირებულება 21.72 თეთრი გახდა.

9 მარტს ეროვნულმა ბანკმა ლარის გაცვლითი კურსის მხარდაჭერისთვის და სავალუტო ბაზარზე ლიკვიდობის მიწოდებისთვის სავალუტო აუქციონი განახორციელა და $39.6 მილიონი გაყიდა. აუქციონზე გასაყიდად $50 მილიონი დოლარი იყო გამოტანილი.

Comments
Loading...