ლარი დოლართან მიმართებაში კვლავ გაუფასურდა – ხვალ ერთი დოლარი 2.58 იქნება

546

ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი გაცვლითი ოფიციალური კურსი დაადგინა. ლარი დოლართან მიმართებაში 0.0149 პუნქტით გაუფასურდა.

ოფიციალური კურსით, ხვალ 1 დოლარის ღირებულება 2.5887 ლარი იქნება. დღეს კი, 1 დოლარის შეძენა 2.5738 ლარად არის შესაძლებელი.

Comments
Loading...