2017 წლის 22-23 მაისს, ბათუმი კავკასიის მასშტაბით პირველ საერთაშორისო ბიზნეს ფორუმს (IBF Batumi) უმასპინძლებს. ღონისძიება სასტუმრო ეიფორიაში გაიმართება და მასში 6 მსოფლიო კლასის სპიკერი და 14 ქვეყნის ასობით დელეგატი მიიღებს მონაწილეობას. სოკერთა შორისაა პიერლუიჯი კოლინა, ცოტა ხნის წინ მან ქართველ მაყურებელს მიმართა:
"მოგესალმებით ყველას, თუ ფეხბურთის მოყვარული ხართ აუციებლად გექნებათ ნანახი როგორ დავრბივარ ფეხბურთის მოედნებზე და წამის სისწრაფით ვიღებ გადაწყვეტილებებს. მსაჯებისთვის ყოველი მატჩი სწორედ, რომ სწრაფ გადაწყვეტილებების მიღებაზეა აგებული. 25 წელიანი გამოცილების შემდეგ ჩემი ამოცანაა მსაჯების და ბიზნეს ლიდერების მომზადება, ვეხმარები მათ იყვნენ წარმატებულები.
ფეხბურთის მოედნებზე ისევე როგორც ბიზნესში კარგი გადაწყვეტილებების მიღება არის ის რაც ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია. თუ თქვენ შემომიერთდებით ბათუმში, საერთაშორისო ბიზნეს ფორუმზე 22-23 მაისს, თქვენ გექნებათ შესაძლებლობა აღმოაჩინოთ წარმატების მთავარი ფაქტორები, როგორც წამყვანი მსაჯის, ისე ბიზნესმენისთვის, შევხვდებით ბათუმში", – ამბობს პიერლუიჯი კოლინა.