ლუდი “ეფესი” დამცავი ფოლგით უკვე საქართველოშია

26

პროდუქციის ხარისხი და მომხმარებელზე ორიენტაცია – ეს ის თვისებებია, რაც ლუდ „ეფესს“ მსოფლიო ბრენდად ქმნის. ამჯერად, ბრენდის მორიგი აქტივობა მომხმარებელზე კიდევ უფრო მეტ ზრუნვაში  გამოიხატა.  „ეფესი“ ახალი შეფუთვით –  დამცავი ფოლგით  საქართველოშიც გამოჩნდა და პირველია, რომელიც ქართველ მომხმარებელს ლუდს დაცული და ხელშეუხებელი თავსახურით სთავაზობს.

მსოფლიოში ანალოგიური  შეფუთვები განსაკუთრებით აქტუალური COVID-19-ის პანდემიის ფონზე გახდა. მსგავსი სიახლე უზრუნველყოფს პროდუქციის დაცვას მტვრისა და  მიკრობებისგან და მის უსაფრთხოებას. შეფუთვა დამცავი ფოლგით სიახლეა ქართულ ბაზარზე. არის 100%-ით გადამუშავებადი.

მხოლოდ „ეფესს“ მოაქვს სასიამოვნო შეგრძნებები ხმელთაშუაზღვისპირეთიდან. ბრენდს საქართველოში მრავალი წლის ისტორია აქვს. „ეფესის“ ოფიციალური იმპორტიორი „ეფეს საქართველოა“, რომელიც  ქართლი ლუდისა და ლიმონათის ბაზრის ლიდერია.

Comments
Loading...