მაია ცქიტიშვილი: მოვუწოდებთ ყველა მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, გადაიაზროს არსებული ვითარება!

44

ასე პასუხობს, ვიცე-პრემიერი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი “აიპრესის” კითხვას, გეგმავს თუ არა, სახელმწიფო, აამოქმედოს რაიმე მექანიზმი, რომელიც შესაძლებელს გახდის მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა, მომხმარებლებს შესთავაზოს საშეღავათო პერიოდი.

აიპრესის კითხვაზე “საქართველოში მოქმედი, რამდენიმე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, კვლავ, უარს აცხადებს, დააწესოს საშეღავათო პერიოდი ოქროს ლომბარდსა და სამომხმარებლო სესხზე. მოქალაქეებს კვლავ უწევთ, ყოველთვიური საპროცენტო შენატანის გადახდა. გეგმავს თუ არა, სახელმწიფო, აამოქმედოს რაიმე მექანიზმი, რომელიც შესაძლებელს გახდის მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა, მომხმარებლებს შესთავაზოს საშეღავათო პერიოდი, გაათავისუფლონ დროებით საპროცენტო შენატანისგან?!” ვიცე-პრემიერი პასუხობს:

” შეგვიძლია მთავრობის მხრიდან მოვუწოდოთ ყველა იმ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, რომელსაც სამწუხაროდ არ აქვს მიღებული ეს გადაწყვეტილება, გადაიაზროს არსებული ვითარება!”-ამბობს ცქიტიშვილი და აქვე დასძენს:

” მოდით, დავიცვათ იმ თანამოქალაქეების ინტერესებიც, ვინც ხვალ, ზეგ გახდებიან ასევე ჩვენი ბიზნესის მომხმარებლები. ამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, უნდა ესმოდეს, ეს არის მათი ლკიენტურა. როცა ასეთ გამოუვალ მდგომარეობაში ჩააყენებენ მოქალაქეებ, ეს ადამიანები აირჩევენ სხვა უფრო საიმედო, სანდო, პასუხისმგებლიან მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში. ასე რომ ამ ორგანიზაციებს, შესაძლოა, მომავალში თავისი რეპუტაციული რისკებიც ჰქონდეს, მოდით, ყველამ ერთად გავიაზროთ, საკმაოდ რთულ ვითარებაში ვართ, ეს არის ისეთი მოვლენა, რომელმაც შესაძლოა, შეცვალსო ჩვენი ცხოვრება, შემდგომი ეტაპი, ბიზნესაქმიანობა. მოდი ერთად დავუდგეთ ერთმანეთს გვერდში. არ ისარგებლობთ სხვისი გასაჭირით”-ამბობს ცქიტიშვილი.

Comments
Loading...