მარტში იუსტიციის სახლში რეკორდული რაოდენობის კომპანია დაარეგისტრირეს

18

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2022 წლის მარტში საქართველოში 9,114 კომპანია დარეგისტრირდა, რაც წინა წელთან შედარებით 72%-ით მეტია. ახალი კომპანიების ეს რაოდენობა რეკორდულია.

ამ რაოდენობის ფირმები ქვეყანაში პანდემიამდეც არ რეგისტრირდებოდა. მაგალითად 2019 წლის მარტში სულ 4,620 ფირმა დარეგისტრირდა.

Comments
Loading...