მარტში, კომერციული ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტება 313.5 მლნ ლარით გაიზარდა

49

2019 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით, კომერციული ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტება 313.5 მლნ ლარით გაიზარდა და 26.29 მლრდ ლარს გაუტოლდა.

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების პორტფელის წლიურმა ზრდის ტემპმა კი 20.4 პროცენტი შეადგინა. გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, სესხების წლიური ზრდა 13.5 პროცენტი იყო. საკრედიტო პორტფელის ზრდაზე გავლენა მოახდინა ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების ზრდამ, ამავე პერიოდში გაიზარდა უცხოური ვალუტით გაცემული სესხები.

მარტის ბოლოსთვის, საკრედიტო პორტფელის 86.4 პროცენტი გრძელვადიან სესხებზე მოდიოდა, რომლის 60.0 პროცენტი უცხოური ვალუტით იყო გაცემული. მოკლევადიან სესხებში კი უცხოური ვალუტით სესხების წილი 38.5 პროცენტს შეადგენდა.

Comments
Loading...