“მაღალტექნოლოგიური სეგმენტის გაძლიერებას მაღალშემოსავლიანი ტურისტების შემოსვლა მოჰყვება”

228

"მაღალტექნოლოგიური სეგმენტის მიზნობრივად გაძლიერებას და განვითარებას აუცილებლად მოჰყვება მაღალშემოსავლიანი ტურისტების შემოსვლა ქვეყანაში", – ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის 2017 წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე გააკეთა, რომელიც ახლადგახსნილ სასტუმრო "მოქსი"-ში გაიმართა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, უმნიშვნელოვანესია ის ახალი ტენდენციებიც, რომელიც ტურიზმის სექტორში გამოიკვეთა.

"ახალი ტენდენციები, რომელიც ამ სექტორში გამოიკვეთა არის ძალიან მნიშვნელოვანი და სულ უფრო და უფრო იკიდებს ფეხს მაღალტექნოლოგიური სეგმენტი ტურიზმში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან, მაღალტექნოლოგიური სეგმენტის მიზნობრივად გაძლიერებას და განვითარებას აუცილებლად მოჰყვება მაღალშემოსავლიანი ტურისტების შემოსვლა ქვეყანაში და რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანა უფრო და უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობს ხარისხის განვითარებას; ასევე, უსაფრთხოების კომპონენტს ტურიზმის სექტორში, რაც დამეთანხმებით, რომ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია", – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

Comments
Loading...